მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაკვამლიანება იყო

მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაკვამლიანება იყო

მეტროსადგურ „დიდუბეში“ ძლიერი დაკვამლიანება იყო.

როგორც „ინტერპრენიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დაკვამლიანება მატარებლის ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია.

მათივე ცნობით, აღნიშნული მატარებელი მოხსნილია და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.