ევროკავშირის ლიდერები შიშობენ, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ კიევის კორუმპირებული რეჟიმის დაფინანსების გაგრძელებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„ევრობიუროკრატები ჩქარობენ. შიშობენ, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის გარეშე ვერ შეძლებენ უსასრულოდ დააფინანსონ კორუფციაში ჩაფლული კიევის რეჟიმი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს კონფლიქტის „ხარჯვით ნაწილს“ წარმოადგენს”, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, თუ ევროპის ქვეყნების არჩევნებში ომის წაქეზების მოწინააღმდეგეები გაიმარჯვებენ, ევროკავშირისთვის რუსული აქტივების მოპარვის „შესაძლებლობების ფანჯარა“ შეიძლება დაიხუროს, ამიტომ ევროკავშირი ჩქარობს.
რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, ევროკავშირში ექსპერტების დონეზე ამუშავებენ წინადადებას ახალი სტრუქტურის შექმნის შესახებ, სადაც რუსული აქტივების „დამალვა“ შესაძლებელი იქნება Euroclear-დან მათი ამოღებით.
„მომავალში, რუსული აქტივების ჩამორთმევის „შესაძლებლობის ფანჯარა“ შეიძლება უბრალოდ დაიხუროს, თუ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება მთავრობები, რომლებიც ნაკლებად კეთილგანწყობილები იქნებიან კიევის რეჟიმის მიმართ და არ დაეთანხმებიან ევროპაში მასშტაბური ომის გაჩაღების პერსპექტივას”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.