კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული. მათი თქმით, ვენახის მოვლისთვის, შხამქიმიკატების, მუშახელის დაქირავებისა და ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი ბევრად აღემატება ყურძნის ფასს, აქედან გამომდინარე მათი თქმით, მათთვის მიუღებელია ნაკლებ შაქრიანი ყურძნის ფასი, რომელიც კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.
ამასთანავე სამთავრობო დადგენილების შეცვლას ითხოვენ, რომლითაც ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები განისაზღვრა. მევენახეები ამბობენ, რომ კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი ერთი ლარიდან უნდა იწყებოდეს.
ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.