უკრაინამ სამარასა და უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ასევე, დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა უფაში მდებარე ბაშნეფტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ერთობლივი დარტყმები სპეციალური ოპერაციების ძალების, უპილოტო სისტემების ძალებისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაწილეობით განხორციელდა.