იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება

დღეს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ორგანიზებით და იმედი L-ის მხარდაჭერით, ყოველწლიური კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება.

ღონისძიებაზე ადგილობრივი პროფესიონალები და საერთაშორისო ექსპერტები ტურიზმის სექტორში არსებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს, ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს გლობალურ ტენდენციებსა და თანამედროვე მიდგომებს განიხილავენ.

წელს მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მდგრადი დანიშნულების ადგილების მართვისა და განვითარების საკითხებს; ასევე, სასტუმროებისა და განთავსების სფეროში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.

ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა იმედი L-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც სექტორის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის სფეროში პროფესიული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. გვჯერა, რომ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და სასარგებლო პარტნიორობები ტურიზმის ეკოსისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ იმედი L-ში.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს