რუსული მედია - სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდება

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის შეხვედრა 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარკო რუბიოსთან სერგეი ლავროვის შეხვედრა 23 სექტემბერს არის დაგეგმილი“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კირილ ლოგვინოვმა.

ასევე, კირილ ლოგვინოვის თქმით, ლავროვი მზად არის დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდეს, თუ შესაბამისი თხოვნა იქნება.

„ჩვენ შეხვედრაზე უარი არასდროს გვითქვამს“, - აღნიშნა ლოგვინოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს