ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს შეხვდა. ირაკლი ყანდაშვილმა უილიამ მასოლინს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამის შესახებ ინფორაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა პროფესიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობას.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა პროფესიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს