ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ - ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოებაზე, ასევე ერთობლივ ანტიბალისტიკურ პროგრამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოება და ზამთრის დახმარების პაკეტი განიხილეს.

ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ევროკავშირის სესხით ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გამოყენებით დამატებითი SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მათი რაკეტების შეძენა უზრუნველყოს.

„ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების შესაძლებლობაზე, ასევე ანტიბალისტიკური თავდაცვის ერთობლივ პროგრამა FREYJA-ზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად. წელს პირველ შედეგებს ველოდებით. სრული დატვირთვით ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს