მოკავშირეებს “დიდი შვიდეულიდან” მოვუწოდე, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე. ასევე, წარმოვადგინე დეტალური არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის მიუღებელი ნებისმიერი სანქციის შემსუბუქება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნიუ-იორკში “დიდი შვიდეულის” მინისტერიალის მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრო, რათა მადლობა გადაეხადა პარტნიორებისთვის უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამო.
“განვიხილეთ დამატებითი ზომების ფართო სპექტრი, ანტიბალისტიკური “სანქციებიდან” დაწყებული, რუსი მებრძოლებისთვის შესვლის აკრძალვებით და რუსული იმობილიზებული აქტივების სრული გამოყენებით დამთავრებული. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც გამოაცხადეს ახალი წვლილი ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად “, - აცხადებს სიბიგა.
მისი მტკიცებით, უკრაინას ომის დასრულება სურს და საჭიროა ძალისხმევის გაზრდა იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკან დაიხიოს.
“უკრაინას ამ ომის დასრულება სურს. ჩვენ გვაქვს განხორციელებადი გადაწყვეტილებები. დროა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა პუტინს უკან დახევა ვაიძულოთ”, - წერს სიბიგა.