ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკასთან დაკავშირებული გემები უკრაინის სამიზნეები აღმოჩნდნენ - სავარაუდოდ, განზრახ არა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთხელ, ამერიკასთან დაკავშირებული გემები უკრაინის მხრიდან სამიზნეები აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ, განზრახ არა, თუმცა სამიზნეები მაინც აღმოჩნდნენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა რუბიომ.
ასევე, მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი შესანიშნავი იდეა იქნებოდა.
„ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტა, რომლის ფარგლებშიც სამიზნე არც უკრაინის ინფრასტრუქტურა იქნება და არც რუსეთის ენერგომომარაგება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.