„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 სექტემბერს 10:20-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუმლისციხე, ქვეშეთი, სეთურნი, გომეწარი, მაღაროსკარი. 12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, გუდრუხი, ხილიანა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ქალაქ მცხეთაში სამხედროს, გოგებაშვილის, გურამიშვილის, სააკაძის, აღმაშენებლის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, ნავდარაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალსოფელი, არაშენდა, წილკანი, ახალუბანი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში კულა გლდანელის, სააკაძის ქუჩებზე, ნასერალის ქედის ტერიტორიაზე. 11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, ცამეტი ასურელი მამის, დოლიძის, ჯანიაშვილის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ნაფეტვრები, ლისი, მსხალდიდი, მუხათწყარო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.