აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკშრიებით ახალი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ნიუ-იორკში ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედრიკ ნილსენმა.

შეთანხმება ხელახლა ადასტურებს გრენლანდიის სუვერენიტეტს, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია, მაგრამ აძლევს აშშ-ს ფართო წვდომას კუნძულის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიაზე.

შეთანხმება საშუალებას აძლევს აშშ-ს გააფართოოს კუნძულზე არსებული მისი კოსმოსური ბაზა და დამატებითი ბაზები გახსნას ნარსარსუაქსა და მესტერსვიგში. შეთანხმება ასევე, საშუალებას არ აძლევს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს კუნძულზე ბაზები გახსნან მხარეებისგან თანხმობის გარეშე. შეთანხმება ასევე აძლიერებს ნატო-სა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული უცხოური ინვესტიციების შემოწმებას, რაც ჩინეთისა და რუსეთის გავლენის აღკვეთას ისახავს მიზნად.

“შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება, უსაფრთხო ურთიერთობები, და მოუთმენლად ველით. ძალიან ბევრს ვიმუშავებთ და ერთობლივად ვიმუშავებთ, და ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა”, - განაცხადა ტრამპმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “სამყარო ძალიან შეიცვალა 1951 წლის შემდეგ”, როდესაც უსაფრთხოების წინა პაქტს მოეწერა ხელი და გრენლანდიის ხალხი “აღიარებს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გრძელვადიან საფრთხეებს, რომლებზეც თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, სწორად ისაუბრეთ”.

“ამ შეთანხმებამ ბოლო უნდა მოუღოს ნებისმიერ ეჭვს დღეს და მომავალში იმაზე თუ სად არის გრენლანდიის ერთგულება”, - განაცხადა ნილსენმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება პატივს სცემს “დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას”.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს