ანდრეი სიბიგა - უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია, მოსკოვი ზეიმობს - ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ გამოაცხადონ, რომ ეროვნულ სანქციებს შემოიღებენ

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიებიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიებიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია.

მოსკოვი ზეიმობს, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა: დაუსჯელობის გრძნობა, ევროკავშირის დამცირება, და ევროპელებს შორის განხეთქილება.

მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მოსკოვში ზეიმის ჩაშლის გზა. ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებ ახლა გამოაცხადონ, რომ საკუთარ ეროვნულ სანქციებს შემოიღებენ ამ ორი პირის წინააღმდეგ”, - წერს სიბიგა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს