დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენ.

ორი ქვეყნის ლიდერი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას და რუსეთს ომის დასრულება სურთ.

„ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „მზადაა შეხვედრისთვის“, რათა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილოს.

„ის მზადაა შეხვედრისთვის. ის მზადაა. მას სურს, რომ ომი დასრულდეს“, - ამბობს ტრამპი.