ირანის ლიდერები დონალდ ტრამპს პასუხობენ - არასდროს დავნებდებით, აშშ-ს ძალით ვუპასუხებთ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმურება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი მსგავსი ქმედებებით „მარცხის გარდა ვერაფერს მიიღებს“.

„ტრამპს ავიწყდება, რომ მანამდეც იმუქრებოდა, თუმცა მუქარის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო; ახლა კი ის კვლავ ახალ მუქარებს ახმოვანებს“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ.

განცხადება გაავრცელა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიერ „უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარების“ გამეორება ძალის გამოვლინებად არ უნდა აღიქვან. ირანის გენშტაბის განცხადებით, თეირანი კიდევ უფრო მკაცრ, გამანადგურებელ და არაპროგნოზირებად დარტყმებს განახორციელებს. ამასთან, ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, ირანი არ დანებდება და არ შეწყვეტს თავის საქმიანობას.

“არასდროს დავნებდებით და ქვეყანას არ გავაჩერებთ. ძალით ვუპასუხებთ - ისევე, როგორც აქამდე ვაკეთებდით, რითაც მტერი ყველა სფეროში უუნაროდ ვაქციეთ“, - განაცხადა ღალიბაფმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები: შუალედური არჩევნების შემდეგ შეთანხმების მიღწევა ან ირანის განადგურება. „მივაღწევთ თუ არა ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, აღადგინონ და შექმნან იმაზე ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ოდესმე ყოფილან - შესაძლოა, ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში? თუ გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა და ეს სწრაფად გავაკეთო, რათა მათ აღარასდროს მიეცეთ შანსი, დახოცონ ხალხი და გაანადგურონ ქვეყნები? გავუშვა ისინი ჯოჯოხეთში, გადარჩენის ყოველგვარი შანსისა და მომავალი სიდიადის ან მომავალი თაობების იმედის გარეშე?“- განაცხადა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა