რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით 26 სექტემბერს მიმართავს. რუსული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სერგეი ლავროვი მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში არაერთ მრავალმხრივ ღონისძიებას დაესწრება და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
კერძოდ, ოთხშაბათს ის შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ გეგმავს ამერიკელ კოლეგასთან გაარკვიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები ასევე განიხილავენ გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხს.