ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე გავლენა აქვს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.

“ხვალ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. პრეზიდენტს ძალიან გულახდილად ვუთხარი, რომ ჩვენი აზრით, თუ ის პრეზიდენ სი ძინპინსაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს. თუ გვსურს, რომ ეს ომი მხოლოდ სიტყვებით არ დასრულდეს, მაშინ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე 24 საათის განმავლობაში - ხალხის გულისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთს გადასცემს უკრაინის წინადადებას ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი დადებითად არის განწყობილი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების საკითხის მიმართ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა