მარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამად არ არსებობს.

“საქმე ისაა, რომ ამ მომენტისთვის შეთანხმება არ გვაქვს. არადა, ამის გაკეთება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა. ეს ომი არცერთი მხარისთვის არ არის სასიკეთო. ცხადია, ის არც უკრაინისთვისაა კარგი და რუსეთისთვისაც საშინელებაა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ომში მათ საქმე კარგად არ მისდით. ამიტომ, მისი შეწყვეტა სრულიად ლოგიკური იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკასა და მსგავს საკითხებში ყოველთვის ის არ ხდება, რაც ლოგიკურია”, - აღნიშნა რუბიომ WABC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომ აშშ მზადაა, ხიდი გადოს ორ მეომარ მხარეს შორის. “სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა, რომ კვლავაც მზად ვიქნებით ჩავერთოთ პროცესში - სადაც კი შესაძლებლობა იქნება, დადებითი გავლენა მოვახდინოთ და ხიდი გავდოთ ამ ორ მხარეს შორის, პრეზიდენტი ამისათვის მზადაა. ჩვენ ამის მცდელობას არ შევწყვეტთ. თუმცა, ცხადია, დღეს არსებული ვითარება განსხვავებულია. იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება და ვფიქრობ, საბოლოოდ ასეც მოხდება”, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების გზით, შეთანხმებით დასრულდება.

“ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. სწორედ ასე დასრულდება ის. ის არ დასრულდება რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული რაიმე სახის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით; დასრულდება მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება”, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ განაგრძობს ომის ორივე მხარესთან ურთიერთობას და მუდმივად ეძებს შესაძლებლობას ან გზას რეალური შედეგის მისაღებად.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა