პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების გამო, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

სარდლობის განმარტებით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება განახორციელა.

“მზადყოფნის მდგომარეობაშია სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარადარო დაზვერვის სისტემები”, - აღნიშნულია განცხადებაში. სარდლობა განმარტავს, რომ ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას.

“შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება არსებულ ვითარებას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები მზადყოფნაში რჩება დაუყოვნებელი რეაგირებისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები კიევის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა