AI Skills Passport - ახალი პროდუქტი BTU-ს სტუდენტებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი პროდუქტი - AI Skills Digital Passport დანერგა, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის განმავლობაში განვითარებული ხელოვნური ინტელექტის უნარები ერთ პერსონალიზებულ, მუდმივად განახლებად და ბლოკჩეინით ვერიფიცირებად პასპორტში გააერთიანონ.

AI Skills Digital Passport-ში აისახება როგორც აკადემიური სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნა, ისე ვორქშოფებში, მასტერკლასებში, ბუთქემფებში, ჰაკათონებში, ინტენსიურ პროგრამებსა და სხვა პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობით განვითარებული AI კომპეტენციები.

ინტერესებისა და პროფესიული მიზნების მიხედვით, სტუდენტებს შეეძლებათ განავითარონ უნარები შემდეგი მიმართულებებით:

  • გენერაციული ხელოვნური ინტელექტი - ტექსტის, ვიზუალური მასალისა და სხვა ტიპის კონტენტის შექმნა და დამუშავება AI ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • პრომპტების ინჟინერია - AI სისტემებისთვის ზუსტი და ეფექტიანი დავალებების ფორმულირება სასურველი შედეგის მისაღებად;
  • AI სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია - განმეორებადი ამოცანებისა და სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით;
  • AI აგენტები - კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად AI აგენტების შექმნისა და გამოყენების პრინციპები;
  • მონაცემთა ანალიზი AI-ის გამოყენებით - მონაცემების დამუშავება, გაანალიზება და შედეგების ინტერპრეტაცია AI ინსტრუმენტების დახმარებით;
  • პასუხისმგებლიანი AI - ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრინციპები;
  • AI ბიზნესში, კვლევასა და პროფესიულ საქმიანობაში - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროს პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.

პასპორტში თითოეული კომპეტენცია მისი განვითარების ფორმისა და სიღრმის შესაბამისად აისახება:

  • AI Skill - მოკლე სასწავლო გამოცდილების ფარგლებში განვითარებული და დადასტურებული AI კომპეტენცია;
  • AI Applied Skill - პრაქტიკული და ინტენსიური სწავლების ფარგლებში განვითარებული კომპეტენცია, რომელიც დასტურდება პროექტით, პრაქტიკული დავალებით ან სხვა კონკრეტული შედეგით;
  • AI Advanced Skill - სემესტრული აკადემიური კურსის ფარგლებში განვითარებული და შეფასებული AI კომპეტენცია.

სტუდენტი ციფრულ პასპორტს პირველი აღიარებული AI უნარის მიღებისთანავე მიიღებს. ამის შემდეგ პროფილი სწავლის განმავლობაში ეტაპობრივად განახლდება და ახალი კომპეტენციებით შეივსება. შესაბამისად, ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსაც განსხვავებული ციფრული პროფილები ექნებათ, მათი ინდივიდუალური არჩევანის, ინტერესებისა და განვითარებული უნარების მიხედვით.

სტუდენტების AI კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, BTU პერიოდულად გამართავს ჰაკათონებსა და სხვა პრაქტიკულ აქტივობებს სტუდენტების ჩართულობით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა რეალურ ამოცანებსა და პროექტებში გამოიყენონ და პრაქტიკული გამოცდილებით მიღებული შედეგები საკუთარ ციფრულ პასპორტში ასახონ.

AI Skills Digital Passport ერთჯერადი სერტიფიკატი არ არის. სწავლის დასრულების შემდეგ BTU-ის კურსდამთავრებულებსაც შეეძლებათ ახალი AI უნარებისა და კომპეტენციების განვითარება, მათი დადასტურება და ციფრულ პროფილში დამატება.

პასპორტში ასახული კომპეტენციები ციფრულად ვერიფიცირებადი იქნება, მათ შორის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვერიფიკაციის მექანიზმის გამოყენებით. ეს დამსაქმებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, გადაამოწმონ კონკრეტული კომპეტენცია და ნახონ, რა ტიპის აკადემიური ან პრაქტიკული გამოცდილების ფარგლებში განავითარა სტუდენტმა შესაბამისი უნარი.

სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიღებული AI უნარების საკუთარ LinkedIn პროფილში ინტეგრირება და პროფესიულ ქსელში წარმოჩენაც შეეძლებათ.

AI Skills Digital Passport-ის საშუალებით BTU-ის სტუდენტები აკადემიურ განათლებასთან ერთად შექმნიან საკუთარ, გამორჩეულ და ვერიფიცირებად AI უნარების პროფილს, რომელიც მათ განვითარებასთან ერთად მუდმივად განახლდება.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა