რადოსლავ სიკორსკი ბელარუსთან ურთიერთობაზე -  როდესაც მეზობელს ურთიერთობების გალღობა და გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია, ვინც შეთანხმებას აღწევს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბელარუს კოლეგასთან, მაქსიმ რიჟენკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და ბელარუსს შორის ურთიერთობები მალე გაუმჯობესდება.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიცაა საზღვარზე არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოება.

სიკორსკის ინფორმაციით, განიხილეს ის ფაქტი, რომ ბელარუსი თავისი ტერიტორიის გავლით დრონების გაშვების ნებართვას იძლევა.

„ეს არის პირველი, გაცნობითი შეხვედრა, თუმცა შეხვედრები სხვა სამინისტროებთან და სხვა დონეზეც იმართება. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გალღობა და გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია, ვინც შეთანხმებას აღწევს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ამ დონეზე ურთიერთობები 2016 წლიდან აღარ არსებობდა. ამასთან, სიკორსკის შეფასებით, საზღვარზე ახლა სიტუაცია უფრო ნორმალურია, ვიდრე წარსულში.

„ახლა საზღვარზე უფრო ნორმალიზებული სიტუაცია გვაქვს, ვიდრე წარსულში; რა თქმა უნდა, ეს იმით არის განპირობებული, რომ შემდგომმა მთავრობებმა ინვესტიცია ჩადეს ეფექტური სასაზღვრო ღობის მოწყობაში, მაგრამ ჩვენ ასევე უზრუნველვყავით პოლიტიკური პატიმრების, კერძოდ, ანდჟეი პოჩობუტის, გათავისუფლება“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა