საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

UWC (United World Colleges) გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე 18 წამყვან კოლეჯს აერთიანებს. საქართველოს ბანკის პარტნიორობით კი, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული დაფინანსება, ისწავლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამით და გაემგზავრონ მსოფლიოს 17 ქვეყანაში — მათ შორის კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ტაილანდში, იაპონიასა და ჩინეთში. UWC-ის სტიპენდია არის განსაკუთრებული შესაძლებლობა 15-17 წლის მოტივირებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლება, იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში და გახდნენ მომავალი ლიდერები.

პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ონლაინ შეხვედრა 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება

ვებინარს გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები:

  • UWC-ისსაერთაშორისოსაბჭოსთავმჯდომარისმოადგილე, სესილიაიგანი (Cecilia Egan)
  • UWC Georgia-სპროგრამისმენეჯერი, რუზანასარგსიანი (Ruzanna Sargsyan).

ვებინარი ონლაინ, ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ის დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეხმარება, უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე.

ვებინარზე გაიგებთ:

  • რაარის UWC, როგორიამისიისტორია, ღირებულებებიდაპრინციპები;
  • როგორშეგიძლიათსტიპენდიისმოპოვებადასრულიდაფინანსებითსწავლა;
  • როგორმიმდინარეობსგანაცხადისშევსებისპროცესისაქართველოდან, რაეტაპებიდავადებიაგანსაზღვრული.

გაითვალისწინეთ, ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4hCDr2i

რეგისტრაციის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა