ანა წითლიძე - როცა სუს-ის უფროსები პანტაპუნტად იცვლებიან, სუს-ის თანამშრომლები თავს იკლავენ - რა ხდება ამ დახურულ სისტემაში ასეთი? მივმართავ სუს-ის თანამშრომლებს: ივანიშვილი კლავს თქვენს მეგობრებს და თქვენი დუმილი ამის ხელშეწყობაა

როდესაც სუს-ის უფროსები პანტაპუნტად იცვლებიან, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების სასარგებლოდ, სუს-ის თანამშრომლები თავს იკლავენ - 2026 წელს თავი მოიკლა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, სიმონ წაქაძემ; 2026 წელს სუს-ის თანამშრომელმა ხაშურში თავი მოიკლა, 2025 წელს ჩაქვში სუს-ის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, კიდევ ერთმა სუს-ის შენობაში, 2026 წელს გაურკვეველ ვითარებაში გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა დავით გოგიბერიშვილმა მოიკლა თავი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან სუს-ის თანამშრომლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი პასუხისმგებლობაა, დუმილი თანამშრომლების ,,გაურკვეველ მკვლელობებზე”,

"თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენ პროფესიული ღირსება წაგართვათ და საკუთარი პირადი ინტერესების მსახურებად გაქციათ",- მიმართა წითლიძემ მათ.

"ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოს ნარკოტიკები და ნარკოტიკებს შეწირული ახალგაზრდები, კრიმინალი და ქუჩაში ჩაცხრილული 17-18 წლის ქართველი გოგო-ბიჭები, მკვლელობები და გაურკვეველი თვითმკვლელობები მოუტანა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაში საქართველოს მოქალაქეებს ეშინიათ, არამხოლოდ ქუჩაში გამეფებული კრიმინალის, არამედ იმ სახელმწიფო ინსტიტუციებისაც, რომლებიც წესით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ. მაშინ როდესაც სუს-ის უფროსები პანტაპუნტად იცვლებიან, ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების სასარგებლოდ, სუს-ის თანამშრომლები თავს იკლავენ - 2026 წელს თავი მოიკლა სუს-ის ანტი კორუფციული სააგენტოს უფროსმა, სიმონ წაქაძემ. 2026 წელს სუს-ის თანამშრომელმა ხაშურში თავი მოიკლა, 2025 წელს ჩაქვში სუს-ის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, კიდევ ერთმა სუს-ის შენობაში, 2026 წელს გაურკვეველ ვითარებაში გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა დავით გოგიბერიშვილმა მოიკლა თავი. აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რა ხდება აი ამ დახურულ სისტემაში და ამ შენობაში ისეთი, რომ ადამიანები თავს იკლავენ? რა ბინძურ დავალებებს აძლევს მათ ბიძინა ივანიშვილი, რომ ადამიანები ვერ უძლებენ და თვითმკვლელობამდე მიდიან? სუს-ის განცხადება ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომ ის ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ დეპრესიას განიცდიდა და ამიტომ მოიკლა თავი, არის სუს-ის თითოეული თანამშრომლისა და საზოგადოების დაცინვა. მე დღეს მინდა ამ შენობაში სუს-ის თანამშრომლებს მივმართო: თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, თქვენი დუმილი და მონაწილეობა კოდორის სპეცოპერაციების მონაწილეების ლიკვიდაციაში თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა, თქვენი დუმილი თქვენი თანამშრომლების გაურკვეველ მკვლელობებზე, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენ პროფესიული ღირსება წაგართვათ და საკუთარი პირადი ინტერესების მსახურებად გაქციათ, უნდა იცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კლავს თქვენ მეგობრებს, თქვენ თანამშრომლებს, საქართველოს მოქალაქეებს და თქვენი დუმილი ამ ყველაფრის ხელშეწყობაა”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა