ივანე ჩხაიძე - ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა - პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, თუმცა სტაციონარებზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნილა

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბრის მეორე კვირაში ჩანს, რომ ივნისი-აგვისტოს შემდეგ ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი. მონაცემების თანახმად, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია - გაციების გამომწვევი ვირუსი. წესისამებრ, შემდეგნაირად ხდება: სანამ გრიპის ვირუსის მატება იქნება, რინოვირუსი წამყვან პოზიციებს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 69% არის რინოვირუსი, შემდეგ არის კორონავირუსი, დანარჩენი ორი ვირუსი კი არის H1, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. მისი ამჟამინდელი გავრცელება მოულოდნელია. კორონავირუსიც გამოჩნდა და მისი ხვედრითი წილი 13%-ს აღწევს.

ეს არ ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი დაწყებულია. ერთეული შემთხვევები იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო გრიპის სეზონი და შემთხვევების მატება მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოდან-ნოემბრის დასაწყისში. ყველა ეს ვირუსი იმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ, შესაბამისად, სტაციონარიზაციის მაჩვენებელი გაზრდილი არ არის. ძალიან ცოტაა რესპირაციული ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, თუმცა შედარებით მოიმატა მიმართვიანობამ სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში. ეს ლოგიკურია: ამის უკან დგას არდადეგებიდან და შვებულებიდან მოსახლეობის დაბრუნება დახურულ სივრცეში. თუ რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს ავიღებთ, პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, სტაციონარებში მიმართვიანობა კი შემცირებულია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ამასთან, განმარტა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კი დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა