ნონა ქურდოვანიძე - საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრიც აღარ დაიწერება

საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრიც აღარ დაიწერება, - ასე აფასებს საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლის დანიშვნას.

„გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში 2 ახალი მოსამართლე დაინიშნა. ხვიჩა კიკილაშვილის შვილის, გოგა კიკილაშვილის დანიშვნაზე ბევრმა დაწერა, თუმცა, მეორე ამბავი ჩაიკარგა. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იქნება ასევე სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრი, სერგო მეთოფიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრებიც აღარ დაიწერება“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი დანიშნა.

გოგა კიკილაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნულ გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ის საკონსტიტუციო სასამართლოში თეიმურაზ ტუღუშს ჩაანაცვლებს. ტუღუშს უფლებამოსილების ვადა 2 ნოემბერს ეწურება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა