რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 25 ადამიანი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 25-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა განახორციელა. სოლომენსკის რაიონში დრონი მაღაზიის შენობას მოხვდა. კლიჩკოს ინფორმაციით, დრონი ცხრასართულიან არასაცხოვრებელ შენობასაც შეეჯახა.

ჰოლოსიევსკის რაიონში კი დრონმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტსა და არასაცხოვრებელი შენობის სახურავს დაარტყა.

ამასთან, თვითმხილველების განცხადებით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი ამოდის.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე ბაზარში ხანძარი გაჩნდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა