ივანე ჩხაიძე - მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს „ნოროვირუსს“ მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან - ამაზე პასუხი არის - არა!

ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით - მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის - არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ნოროვირუსის მქონე არცერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა.

„ჩვენთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა ჰქონდათ, მათგან ნაწილი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტიდან გაეწერა, ნაწილი - სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობდა. არცერთ მათგანთან არ გართულებულა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნოროვირუსული ერთ-ერთი ყველაზე იოლად გადაცემად ვირუსს ეკუთვნის: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება. როდესაც ასეთი ვირუსული დიარეა გვაქვს, იმის თქმა, არის თუ არა ეს კონკრეტული ვირუსით გამოწვეული, რთულია. არცერთ კლინიკას არ აქვს ვალდებულება გამოიკვლიოს, რომელი ვირუსი დგას მის უკან. ექიმმა მხოლოდ უნდა განსაზღვროს, დიარეა ვირუსულია თუ ბაქტერიული. ეს არის მკურნალობის განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში, მკაფიოდ იყო ნაჩვენები ვირუსული დიარეა.

იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში იყო, ბავშვებთან მიმართებაში განისაზღვრა, რა ტიპის ვირუსი იყო და პასუხიც მივიღეთ. მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს ამ ვირუსს მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან. ამაზე პასუხი არის - არა! მკურნალობა ისე მიმდინარეობდა, როგორც ამ ტიპის ვირუსს სჭირდებოდა, საპანიკო და საგანგაშო არაფერი გვქონდა. ამჟამად მხოლოდ 1 ბავშვი დარჩა, ვინც მკურნალობს და ხვალ გაეწერება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა