ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ სანქციებმა რუსეთს, მათ შორის მის ოლიგარქებს, მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს: ომი უნდა დასრულდეს

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის მხარდაჭერის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, დილიდან მიმდინარეობს მუშაობა თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად. ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქის წინააღმდეგ ბევრი დრონი გაუშვეს, რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.

“რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეებად ქცევას: ფარმაცევტული ობიექტების, ბენზინგასამართი სადგურების, რკინიგზის, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო ცენტრების”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთზე სანქციების მეშვეობით განხორციელებული სამართლიანი ზეწოლა.

“უკრაინა მადლიერია ყველასი, ვინც მოქმედებს და პრინციპულ ზეწოლას ახორციელებს. ჩვენი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ სანამ ეს დარტყმები და ეს ტერორისტული ომი გრძელდება, სისუსტის გამოჩენის დრო არ არის. მნიშვნელოვანია, რომ სანქციებმა რუსეთს - მათ შორის მის ოლიგარქებს - მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს: ომი უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა