პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა - რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების „მი-8” ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 11:08 საათზე ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით შეიჭრა.

„ვერტმფრენი ფრენას ახორციელებდა კალინინგრადის ოლქიდან. მან პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მასში, მაქსიმუმ, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა და მასში 42 წამის განმავლობაში დარჩა,” - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ რუსული ვერტმფრენის ფრენას თვალს ადევნებდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოკაციური სისტემები, ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო სახმელეთო ძალები და საშუალებები მზადყოფნაში იყვნენ.

„ინციდენტის ბუნება იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი კვლავ ცდის ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზაობას,” - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა