აშშ-მა ვლადიმერ პუტინი მაიამიში, „დიდი ოცეულის” შეხვედრაზე მიიწვია

აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში „დიდი ოცეულის” შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობაა მისთვის ისაუბროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან [ტრამპთან], არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. იმედი გვაქვს, რომ ის მიიღებს ამ მოწვევას…

მათ უკვე არაერთხელ ჰქონდათ საუბარი. არ ვიცი რაოდენობა, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, მათ მინიმუმ 12-ჯერ ისაუბრეს. ასე რომ, ღია ვრჩებით ჩართულობისთვის.

რა თქმა უნდა, მთავარი იდეაა შეხვედრა, რომელიც შედეგს მოიტანდა და ეს დიდწილად იმას ნიშნავს, რომ წინასწარ ბევრი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. მაგრამ თუ არა, შესაძლოა, თუ პრეზიდენტი პუტინი დაესწრება “დიდი ოცეულის” შეხვედრას დეკემბერში, ეს ნამდვილად იქნება მათთვის შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ”, - განაცხადა რუბიომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა