ვიკა ფილფანი - როდესაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს „ჩორჩანას საქმეზე“, ეს იქნება იურიდიული დოკუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ - რაც შეეხება გიორგი გახარიას, პასიური საერთოდ არ არის, ის ძალიან აქტიურია პლატფორმა X-ზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის განცხადებით, როდესაც ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, „ეს იქნება იურიდიული დოკუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩვენება მისცა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რეალურად ჩვენება მისცა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს დადგება ამ ქვეყანაში დღე, როდესაც ამ საქმეს სამართლიანი სასამართლო გამოიძიებს. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩვენება მისცა, ჩვენება მისცა არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის შედეგებიც სამწუხაროდ უკვე დაწყებულია. დაწყებულია ჩორჩანაში და დაწყებულია დროებით ოკუპირებულ ცხინვალში და დღეს უკვე იმკის ჩვენი ქვეყანა.

სამწუხაროდ, როდესაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, ეს დოკუმენტი იქნება იურიდიული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ოკუპირებული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაზე“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ გიორგი გახარია აგრძელებს პოლიტიკას და სიმართლეს არ შეესაბამება ოპონენტების განცხადებები გახარიას პასიურობასთან დაკავშირებით.

„მე მინდა დავამშვიდო მღელვარე ადამიანები და ოპონენტები, გიორგი გახარია აგრძელებს პოლიტიკას და რაც არ უნდა გაკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ან ნებისმიერმა სხვამ, გიორგი გახარია თავის საქმიანობას გააგრძელებს. გიორგი გახარიას დროებითი დუმილი ჯობია ძალიან ბევრის უწყვეტ ხმაურს და ლაპარაკს.

გიორგი გახარია პასიური საერთოდ არ არის, პირიქით, ის ძალიან აქტიურია პლატფორმა x-ზე, რომელიც არის ყველაზე დიდი საერთაშორისო პლატფორმა. ვისაც მოაკლდა თვალში, შეუძლიათ ამ პლატფორმაზე ადევნონ თვალი“, - განახადა ვიკა ფილფანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა