კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატი - გაიოზ ჩარკვიანი შეხვდა პროკურატურის წარმომადგენლებს, ითხოვეს დრო და ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს დრო რაში სჭირდებათ - ფაქტობრივად დაგვცინიან

ბატონი გაიოზი შეხვდა პროკურატურის წარმომადგენლებს - უბრალოდ ითხოვეს დრო და ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს დრო რაში სჭირდებათ. ფაქტობრივად დაგვცინიან, - ამის შესახებ კოვიდის დროს გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი შეხვედრიდან „აღელვებული და გაბრაზებული“ გამოვიდა.

„ნამდვილად მოხდა შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან. მთავარი პროკურორი არ შეხვედრია. რა თქმა უნდა [მთავარ პროკურორთან ითხოვდა შეხვედრას]. ზოგადად ბატონი გაიოზი დაინტერესებულია, საქმე იყოს გამოძიებული და ვინც უფლებამოსილია, ვისაც შეუძლია, რომ გამოძიების სწორად წარმართვაზე მოახდინოს კანონიერი გავლენა, რა თქმა უნდა, მათთან სურს საუბარი და ასეთი არის გენერალური პროკურორი. რაც მე ვიცი, დღეს დილიდან სულ ორჯერ იყო შესული. არაფერი განსაკუთრებული არ გამოიტანა შეხვედრიდან, პირიქით, ძალიან აღელვებული გამოვიდა და გაბრაზებულიც კი იყო. გააბრაზა მოსმენილმა. ამ მოსმენილში არაფერი განსაკუთრებული არ იყო. მეორე შეხვედრაზე როცა შევიდა, თუ არ ვცდები [ვისაც შეხვდა] ეს იყო თამარ ბეჟუაშვილი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გენერალურ დეპარტამენტში. ბატონ გაიოზს ეუბნებოდნენ, რომ დრო იყო საჭირო. მოგეხსენებათ, მეხუთე წელია მიმდინარეობს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ძიება. ზუსტად ამან გამოიწვია ბატონი გაიოზის გაღიზიანება, ხუთი წლის განმავლობაში თუკი საქმის მასალები წინ ედო პროკურატურას და შეიძლებოდა რამე გაკეთებულიყო თვე-ნახევარში? ნოემბრის შუა რიცხვებამდე ითხოვეს დრო და თვე-ნახევარში რა უნდა გადაწყდეს? თუ ყველაფერი ხელის გულზეა, რატომ არ ხდება მყისიერად. თვე-ნახევარი ითხოვეს, უბრალოდ ითხოვეს დრო და ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს დრო რაში სჭირდებათ. ის დრო, რაც გავიდა, დამერწმუნეთ, თვე-ნახევარზე გაცილებით მეტია. ბატონი გაიოზი იმიტომ იყო გაღიზიანებული, რომ ფაქტობრივად დაგვცინიან. სთხოვენ დროს და დრო საკმარისზე მეტი ჰქონდათ“, - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.

გადაცემაში კიდევ ერთმა ადვოკატმა ზაალ დავითაიამ ისაუბრა. 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაში, ექიმების ბრალეულობაზე გაამახვილა ყურადღება.

ზაალ დავითაიას თქმით, ნარკოტიკული ნივთიერებების გაკეთების მიზეზად ნარკოლოგის კონსულტაციაში წერია, რომ გაუკეთეს „გონება-განწყობილების ასამაღლებლად“.

„ვახტანგ ჩარკვიანს რეანიმაციულ განყოფილებაში მორფინს უკეთებდნენ. თერაპიულ განყოფილებაში მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია იყო. იქ დაუწყეს ისე ამის გაკეთება, რომ არც აუღიათ ნიმუში, არც განუსაზღვრიათ, თუ რა სახის ბაქტერია ჰქონდა მას, რომ ვიწრო სპექტრით მომხდარიყო მისი მკურნალობა. მორფინის გარდა 200-მდე ამპულა ფენტალინია გაკეთებული, 77 ამპულა მიდაზოლანი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ერთად, სანამ შეაერთებდნენ აპარატზე“, - განაცხადა ზაალ დავითაიამ.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა