თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, საბავშვო  ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული”

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, ფაქტია, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული”.

როგორც კახა აბულაძემ ,,პირველი არხის” ეთერში განაცხადა, დადასტურებულია, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ავადობის მიზეზი ვირუსი იყო და არა საკვებით ინტოქსიკაცია.

,,ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი, დადასტურდა რომ ეს არის ნოროვირუსი. პარალელურად, ამავე დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული პროცესი არ ყოფილა.

ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ჩვენც ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება. ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომის ეს პერიოდი არის ხოლმე ვირუსების გამოვლენის პერიოდი“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისიცე თქმით, ნოროვირუსი მხოლოდ საბავშვო ბაღებში არ გავრცელებულა და ამ ვირუსით კლინიკებს მოსახლეობის სხვა ჯგუფიდანაც მიმართავენ.,,აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, მათ შორის აღმზრდელიც. ბევრ პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს კომუნუკიცია და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მოსახლეობის სხვა ჯგუფების მხრიდანაც არის კლინიკებში მიმართვა”,- განაცხადა კახა აბულაძემ ,,პირველი არხის” გადაცემა ,,დღის თემაში”

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა