ანტონიო კოშტა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მასუდ პეზეშკიანს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შეხვდა და ირანს მოუწოდა, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კოშტამ განაცხადა, რომ მასსა და ირანის პრეზიდენტს შორის „გულახდილი და არსებითი საუბარი“ შედგა და ირანს მოუწოდა, აღადგინოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში, რაც ირანთან ომში ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს.

„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დიალოგი კონფლიქტების მოგვარებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა“, - დაწერა კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ირანს, განაახლოს თანამშრომლობა გაეროს ბირთვულ ზედამხედველ ორგანოსთან - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). ირანმა განაცხადა, რომ არ შეასრულებს სააგენტოს მოთხოვნას დაბომბილი ბირთვული ობიექტების ინსპექტირების შესახებ; ამის მიზეზად კი სამხედრო დარტყმების შედეგად დაზიანებული ობიექტების შემოწმების დადგენილი რეგულაციების არარსებობა დაასახელა.

ცნობისთვის, ივნისში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ნათანზი, ფორდოუ და ისფაჰანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა