ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საზღვაო ექსპორტის დერეფნის ფუნქციონირების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, პირველ რიგში, როგორ უზრუნველვყოთ საზღვაო ექსპორტის დერეფნის ფუნქციონირება. პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე არის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებულები. ახლა კი მისი სრულად აღდგენის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. საჭიროა რუსეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, რათა უკრაინამაც შეაჩეროს შორ მანძილზე მოქმედი საპასუხო დარტყმები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები: თავისუფალი ვაჭრობის ზონა და დრონების შეთანხმება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა