აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სტოკ ბესენტმა განაცხადა.

სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა 2027 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდება, რათა მხარეებს ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო მიეცეთ.

„შევთანხმდით გავახანგრძლივოთ ე.წ. „ბუსანის შეთანხმება“, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში დაძაბულობის შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმების ვადა 2026 წლის 10 ნოემბერს იწურებოდა. ახლა მას 2027 წლის 10 იანვრამდე გავახანგრძლივებთ“, - აღნიშნა ბესენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა სავაჭრო ზავის შესახებ შეთანხმებას 2025 წლის 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრისას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, აშშ-მა ჩინურ საქონელზე ტარიფების ნაწილი შეამცირა, ხოლო ჩინეთმა აშშ-ისთვის იშვიათი მინერალების მიწოდებაზე შეზღუდვები გააუქმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა