Reuters - ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმ კელიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის დაწესებული აკრძალვა დაბლოკა.

მოსამართლემ მედიასაშუალებების სარჩელი დააკმაყოფილა და ტრამპის ადმინისტრაციას ჟურნალისტებისთვის პრესის ბარათების დაბრუნება უბრძანა.

ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიასაშუალებებისთვის თეთრ სახლში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვის აღსრულება 14 დღით აუკრძალა.

ასევე, მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტი უარყო იმის შესახებ, რომ აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. სამივე მედიასაშუალებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა