რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში გაემგზავრა

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში გაემგზავრა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დმიტრიევის ვიზიტის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის შენარჩუნება და სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებაა.

წყაროს თქმით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების, ასევე, რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა