ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის იდეას მიესალმება.
„მიმაჩნია, რომ „დიდ ოცეულთან“ დაკავშირებით ეს ამერიკული მხარის, პრეზიდენტი ტრამპის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს პოტენციური შესაძლებლობაა რეალური შედეგების მისაღწევად სამმხრივი შეხვედრის ჩასატარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფორმატი შედეგიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობას ქმნის, რადგან სამიტზე ევროპული ქვეყნების გარდა, ჩინეთი, ინდოეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არიან წარმოდგენილი.
„ჩემი აზრით, ეს ისეთი ატმოსფეროა, სადაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია. თუ ასეთი ფორმატი და შესაბამისი შეთანხმება მიღწეული იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, უკრაინა ამას მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.