რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Digi24 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონი სუჩავის ჟუდეცში, სოფელ სოლცას მახლობლად ტყეში ჩამოვარდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ოთხი დასახლებული პუნქტის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონის ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი არ გაჩენილა.
„სამიზნე ეროვნულ საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია“, - განაცხადა უწყებამ.
უკრაინა-რუმინეთის საზღვართან დრონების აქტივობის გამო, 24 სექტემბრის ღამეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.
ასევე, დღეს დილით მოლდოვის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, ოთხმა დრონმა დაარღვია.