უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს.
„არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს”, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრის დროს.