ნიკა ჩერქეზიშვილი მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხუთე კლასის მოსწავლის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხუთე კლასელი გოგოს დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ამ სკოლაში სასწავლო პროცესი 5 წელია შეწყვეტილია და მოზარდმა დაზიანება „სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე“ მიიღო.

„გუშინ, ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის წინ მოხდა უმძიმესი ამბავი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ.

ეს არის სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი მე-5 წელია შეწყვეტილია და ამ დრომდე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული.

შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით სკოლასთან მოიყვანეს.

ბავშვმა დაზიანება სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე მიიღო. სკოლის შენობა, როგორც ვთქვი, მე-5 სასწავლო წელია, რაც აღარ არსებობს და ნაგავსაყრელადაა ქცეული“,- წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები