გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა - დაშავდა ორი ადამიანი

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა - დაშავდა ორი ადამიანი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.