ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი X-ზე წერს.

„დონეცკის ოლქის ლიმანის მიმართულებით, ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში, ასევე საჰაერო-სადესანტო ძალების დაჯგუფების მიერ ჩვენი აქტიური თავდაცვის კიდევ ერთი ოპერაციის ფარგლებში, ჩვენმა ჯარებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

ოკუპანტების განადგურება და დასახული მიზნები მიიღწევა გრძელდება”, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, ჯამში, ამ კვირის განმავლობაში, ფრონტზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ყველა მიმართულებაზე, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა რუსი სამხედროების 10 660-კაციანი პირადი შემადგენლობა გაანეიტრალეს (მოკლულთა და დაჭრილთა სახით).

ზელენსკი დასძენს, რომ რუსული მხარის თითოეული ასეთი დანაკარგი ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკის, კონსტანტინოვკისა და ლიმანის მიმართულებებზე მიმდინარეობს.

„საბრძოლო ამოცანები ასევე სრულდება ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და სუმის ოლქებში. ამ კვირის შედეგების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებენ მესამე არმიის კორპუსისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების მე-8 კორპუსის შემადგენლობაში მყოფი ოლეკსა დოვბუშის სახელობის 68-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის მეომრები”, - წერს ზელენსკი.

ის მადლობას უხდის ყველა მეომარს შედეგებისთვის, მეომრებო!

„ფრონტზე გატარებული ყოველი ასეთი კვირა, რომელიც საერთო ვითარების თვალსაზრისით ჩვენი - უკრაინული - ხდება, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური შეტევითი მოქმედებების განხორციელებაში უშლის ხელს”, - აღნიშნავს ზელენსკი.

მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად ქვეყნის შემდგომი აქტიური ნაბიჯები უკვე განისაზღვრა.

„დიდება უკრაინას!“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში