უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს რიგ დოკუმენტებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროებში.

შეთანხმებები მოიცავს ათასობით IRIS-T რაკეტის, ახალი საცეცხლე მოდულებისა და რადარების შეძენას, ჩამჭრელი დრონების შემუშავებას და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას.

კერძოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გერმანულ კომპანია Diehl Defence-თან სამი მემორანდუმი გააფორმა, რომლებიც ითვალისწინებს ათასობით IRIS-T რაკეტის, IRIS-T საცეცხლე მოდულების და დამატებითი რაკეტების შეძენას და მიწოდებას, ასევე ზუსტ მართვად საარტილერიო საბრძოლო მასალაზე ერთობლივ მუშაობას.

ამასთან, ცალკე მემორანდუმი გაფორმდა კომპანია HENSOLDT-თან, რომელიც ტაქტიკური რადარების, ასევე სათვალთვალო სისტემების შეძენას ეხება.

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ მიაღწია შეთანხმებას Quantum Systems-თან და უკრაინის Frontline Robotics-თან უკრაინული დრონების წარმოების გერმანიაში ლოკალიზების შესახებ.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და Alpha Robotics Germany-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ეხება ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ოპერაციებისთვის უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობას.

ენერგეტიკის სექტორში უკრაინამ ხელი მოაწერა ორ მემორანდუმს Siemens Energy-სთან. ერთი დოკუმენტი ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმდა, მეორე კი - “ნაფტოგაზ უკრაინასთან”.

დოკუმენტი გაფორმდა გერმანულ ოპერატორებს, 50Hertz Transmission-სა და Amprion-ს და “უკრენეგროს” შორის. ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობას და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

დოკუმენტების ხელმოწერა 4 ოქტომბერს უკრაინა-გერმანიის მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე