22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებულმა სასამართლოში ერთადერთი სიმართლე თქვა, რომ გიორგი პაპაშვილია

სიმართლე მხოლოდ მისი სახელი და გვარი იყო, - ასე აფასებს ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის ჩვენებას საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.

როგორც ვეფხვაძემ პროცესისა და ბრალდებულის ჩვენების მოსმენის შემდეგ განაცხადა, პაპაშვილი ახლა მართლმსაჯულებისგან თავის არიდებას ცდილობს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დაიკითხა, რომელმაც ერთადერთი სიმართლე თქვა, რომ ის გიორგი პაპაშვილია. სხვას, რაც შეეხება მის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, წინააღმდეგობაშია როგორც თავის თავთან, ასევე დაცვის მხარის მიერ უდაოდ გახდილ მტკიცებულებებთან, რაც ერთ მნიშვნელოვან გარემოებას ადასტურებს, რომ ბრალდებული ცდილობს, როგორმე მართლმსაჯულებას აარიდოს თავი", - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა სასამართლოში დეტალურად აღწერა, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.

22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს.

თუმცა, მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯარდებული ბაირამ ალი გსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

მომხდართან დაკავშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ.

მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.

ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა