პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“  საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში „სრული სიმშვიდეა“

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.

„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“, - აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, „პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.

„ გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა