The Guardian - საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, მოსწავლეებმა დაზიანებები ინციდენტების ან ფოიერვერკების გამოყენების შედეგად მიიღეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლანსში 15 წლის ბავშვმა ხელი დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლემ პოლიციის მიერ ნასროლი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა აიღო, რა დროსაც იგი ხელში აუფეთქდა.

ასევე, დღეს პოლიციამ 17 წლის მოსწავლე დააკავა, რომელმაც პოლიციის მიმართულებით ქვა ისროლა, რომელიც გამვლელს მოხვდა, რის შემდეგაც ქუჩაზე გამვლელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია. საფრანგეთის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული რჩება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა