დონალდ ტრამპი - რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, არამედ  „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ლურჯ შტატებში კი მათ „დემოკრატები“ ხურავენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდას უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და „დემოკრატები“ იწვევენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „ბენზინის ფასების ზრდას უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ იწვევს“.

„ის, რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, რადგან იქ რეკორდული რაოდენობით ბარელი გადის, არამედ - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ხოლო ლურჯ შტატებში, როგორიც კალიფორნიაა, მათ [ქარხნებს] „დემოკრატები“ ხურავენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა