ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება

ირანის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს რანელების მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ტერიტორიების დაბომბვები და წითელ ზღვაში კუნძულების დაკავება, სავარაუდოდ, თუ ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ ქმედებები გააგრძელეს, რას იზამენ თურქეთი და პაკისტანი, რომლებსაც საუდის არაბეთთან შეთანხმება აქვთ გაფორმებული, რას შეიძლება ნიშნავდეს თურქუელენოვანი ორგანიზაციების გაძლიერება სამხრეთ კავკასისა და შუა აზიის ქვეყნებში, რას შეიძლება ნიშნავდეს ერაყიდან ამერიკელების გასვლა, და ასევე იმაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას კვლავ დაიწყებს, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, გასულ კვირას ხმაური მოჰყვა საჯარო სივრცეში ირანის ელჩის აქტიურობას. მის აქტიურობას სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში მიჩვეული კი ვართ, მაგრამ, ამჯერად საქმე ეხებოდა საელჩოს შენობაზე წმინდა ქეთევან დედოფლის სურათის გამოფენას.

ელჩი დაგვპირდა რომ მისი წამების „თავის ვერსიას“ შემოგვთავაზებდა. მართალია, იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხოლოდ მეხუთე დღეს დაიბარეს,

მაგრამ, მაინც.

ამ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ „ელჩის აქტიურობა სცდება დიპლომატიურ საქმიანობას“. არა ვარ დარწმუნებული რომ ლამის მთელი ქვეყნისთვის თითქის ქნევას მიჩვეული ირანის ელჩმა ასე იოლად თქვას „თავის გეგმებზე“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ირანის ელჩის მზადყოფნას „გვასწავლოს ქეთევან დედოფლის წამების მისეული ვერსია“?

და ასევე იმას, თუ რატომ ჰქონდა ასე დაგვიანებული რეაქცია საქართველოს საგარეო უწყებას?

- ირანის ელჩთან დაკავშირებული შემთხვევა მხოლოდ ისტორიულ თემაზე კამათს არ წარმოადგენს. მთავარი საკითხია, ის თუ სად გადის ზღვარი დიპლომატიურ საქმიანობასა და მასპინძელი ქვეყნის შიდა საზოგადოებრივ დისკუსიაში ჩარევას შორის.

უცხო ქვეყნის ელჩს, ბუნებრივია, შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის პოზიცია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქართული ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის საკითხებს, ამა თუ იმ დიპლომატის საჯარო განცხადებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

საქართველოს ინტერესია ორი ამოცანის შეთავსება: ერთ მხრივ, დაიცვას საკუთარი ისტორიული და პოლიტიკური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, არ გადაიყვანოს ეს საკითხი ქართულ-ირანულ დიპლომატიურ დაპირისპირებაში

მით უმეტეს, თუ იქმნება შთაბეჭდილება, რომ უცხო ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ქართულ საზოგადოებას ისტორიის განსხვავებულ ინტერპრეტაციას სთავაზობს. ეს საქართველოში საკმაოდ სენსიტიური საკითხია.

ამავე დროს, თბილისსა და თეირანს ურთიერთობის ზედმეტად გამწვავება არ აწყობთ. ირანი საქართველოს მეზობელი რეგიონული ძალაა და მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, საქართველოს ინტერესია ორი ამოცანის შეთავსება: ერთ მხრივ, დაიცვას საკუთარი ისტორიული და პოლიტიკური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, არ გადაიყვანოს ეს საკითხი ქართულ-ირანულ დიპლომატიურ დაპირისპირებაში.

საქართველოს ინტერესია ორი ამოცანის შეთავსება: ერთ მხრივ, დაიცვას საკუთარი ისტორიული და პოლიტიკური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, არ გადაიყვანოს ეს საკითხი ქართულ-ირანულ დიპლომატიურ დაპირისპირებაში

- მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი არ იმჩნევს ირანის აქტიურობას არა მხოლოდ ორმუზის სრუტეში, არამედ საუდის არაბეთში, ჰუსიტები უტევენ საუდის არაბეთს. იკავებენ კუნძულებს წითელ ზღვაში.

რას ნიშნავს ჰუსიტების საუდის არაბეთში აქტიურიობა და საერთოდ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის?

- ჰუსიტების გააქტიურება ფართო რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში უნდა დავინახოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი ზღვა და ბაბ-ელ-მანდების სრუტე. ეს ერთ-ერთი მთავარი საზღვაო სავაჭრო გზაა ევროპასა და აზიას შორის.

ბოლო კვირებში საუდის არაბეთმა ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები მნიშვნელოვნად გააფართოვა. 5 ოქტომბერს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა იემენის სამთავრობო ძალებმა ბაბ-ელ-მანდების მიმდებარე ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნეს. ოპერაციას საუდის არაბეთის ავიაცია უჭერს მხარს.

ჰუსიტებისთვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ შეუძლიათ შედარებით იაფი საშუალებებით დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეებს. მათ არ სჭირდებათ საუდის არაბეთის სრული სამხედრო დამარცხება.

საკმარისია მუდმივი საფრთხე შეუქმნან სამეფოს პორტებს, ნავთობის ინფრასტრუქტურასა და საზღვაო გადაზიდვებს, რითაც ასევე დიდ ზიანს მიაყენებენ საერთაშორისო სავაჭრო გზებსა და ნავთობზე არსებულ ფასებს.

ერ-რიადსა და ჰუსიტებს შორის დაპირისპირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, ამჟამინდელი საომარი ქმედებები მნიშვნელოვანია ირან-აშშ-ის ომის ფონზე. ჰუსიტები თეირანისთვის ერთგვარ დამატებით ბერკეტს წარმოადგენენ. თუ ირანზე ზეწოლა იზრდება, აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინაშე შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე სამხედრო მოქმედებები გადაიშალოს.

ამჟამინდელი საომარი ქმედებები მნიშვნელოვანია ირან-აშშ-ის ომის ფონზე. ჰუსიტები თეირანისთვის ერთგვარ დამატებით ბერკეტს წარმოადგენენ. თუ ირანზე ზეწოლა იზრდება, აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინაშე შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე სამხედრო მოქმედებები გადაიშალოს

თეირანის გადმოსახედიდან, ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონსა და მის არაბ მოკავშირეებს რესურსების გადანაწილება მოუწევთ, რამაც ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო ზეწოლა უნდა შეამციროს.

თუმცა, ჰუსიტები პირდაპირ ირანს არ ექვემდებარებიან. მათ საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნები გააჩნიათ, რომელიც ხშირად თეირანის სტრატეგიას ემთხვევა. ირანი და ჰუსიტები უფრო საერთო მტრის – აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი – წინააღმდეგ ერთგვარ ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ. ჰუსიტებს იემენის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება სურთ.

ჰუსიტები პირდაპირ ირანს არ ექვემდებარებიან. მათ საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნები გააჩნიათ, რომელიც ხშირად თეირანის სტრატეგიას ემთხვევა. ირანი და ჰუსიტები უფრო საერთო მტრის – აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი – წინააღმდეგ ერთგვარ ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ. ჰუსიტებს იემენის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება სურთ

მათ ასევე სურთ საუდის არაბეთის გავლენების შემცირება და რომ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მეტი ხელშესახები ბერკეტი ჰქონდეთ.

- ვიცით რომ პაკისტანმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს.

მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები საუდის არაბეთის წინააღმდეგ გააქტიურდნენ, არც თურქთს, არც პაკისტანს საუდის არაბეთის დასაცავად სერიოზული ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

თუ ჰუსიტების აქტიურობა საუდის არაბეთში კვლავ გაგრძელდა და აქტუალური იქნა, სავარაუდიდ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას თურქეთმა და პაკისტანმა საუდის არაბეთის დასაცავად?

- თურქეთს, პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმებული ურთიერთთავდაცვის შეთანხმება მნიშვნელოვანი დოკუმენტია. შეთანხმების მთავარი პრინციპია, რომ ერთ რომელიმე ხელმომწერ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმა სამივე ქვეყანაზე თავდასხმად იქნება განხილული.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი და პაკისტანი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში პირადად ჩაერთვებიან. მათი პირველი ნაბიჯები უფრო შეზღუდული ხასიათის იქნება. თურქეთს შეუძლია საუდის არაბეთს მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონები, სხვადასხვა შეიარაღება და სადაზვერვო ინფორმაცია. ანკარას საკმაოდ განვითარებული სამხედრო მრეწველობა აქვს და თურქეთის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ მზადაა საუდის არაბეთის სამხედრო და ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

თურქეთს შეუძლია საუდის არაბეთს მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონები, სხვადასხვა შეიარაღება და სადაზვერვო ინფორმაცია. ანკარას საკმაოდ განვითარებული სამხედრო მრეწველობა აქვს და თურქეთის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ მზადაა საუდის არაბეთის სამხედრო და ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პაკისტანის როლი შეიძლება განსხვავებული იყოს. მას საუდის არაბეთთან დიდი ხნის სამხედრო ურთიერთობები აქვს. ამიტომ შესაძლებელია სამხედრო მრჩევლების, სპეციალისტებისა და შეზღუდული რაოდენობის სამხედრო ტექნიკის საუდის არაბეთში გაგზავნა. პაკისტანისთვის პირდაპირ იემენის ომში ჩართვა მაინც რთული გადაწყვეტილება იქნება. ეს შიდა პოლიტიკურ პრობლემებსაც შექმნის და ირანთან ურთიერთობასაც გაართულებს.

ამიტომ რეალისტური სცენარია, რომ თურქეთი და პაკისტანი პირველ ეტაპზე საუდის არაბეთის უშუალო თავდაცვის გაძლიერებაზე იმუშავებენ და უშუალოდ თვითონ თავისი ჯარებით საომარ ქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მართლაც, ამ მომენტისთვის საუდის არაბეთის მიერ მართულ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მთავარ სახმელეთო ძალას იემენის მთავრობის ძალები წარმოადგენენ.

- სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოძლიერდნენ თურქუენოვანი ქვეყნების ორგანიზაციები.

ამ საკითხზე ნაკლებს საუბრობენ. თუმცა, სულ უფრო თვალშისაცემი ხდება ამ ქვეყნების ერთმანეთთან თანამშრომლობა იმ თვალსაზრისით რომ შუა აზიის ქვეყნების ტვირთებმა აზერბაიჯანსა და სომხეთზე გამავალმა „ტრამპის გზაზე“ გაიარონ.

ამის კარგი მაგალითი იყო, გაეროს 81-ე ასამბლეის პარალელურად ნიუ-იოკში კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით გამართული ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც საქართველო არც კი ყოფილა მიწვეული.

რა სურვილები და მიზნები ამოძრავებთ სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში მომძლავრებულ თურქულენოვან ორგანიზაციებს?

- თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია კულტურული თანამშრომლობის პლატფორმიდან თანდათან ეკონომიკურ, სატრანსპორტო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ერთიანობად ყალიბდება.

მისი წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დაკავშირება. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კასპიის ზღვას და შუა დერეფანს. ყაზახეთსა და უზბეკეთს სურთ ჰქონდეთ ევროპასთან ისეთი მარშრუტები, რომლებიც რუსეთზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული.

ამიტომ ორგანიზაციის დღის წესრიგში სულ უფრო ხშირად ჩნდება სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები და საბაჟო პროცედურების გამარტივების მცდელობები. მაგალითად, 2026 წლის სექტემბერში ორგანიზაცია განიხილავდა საბაჟო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე ტვირთების გადაადგილების გამარტივების საკითხებს. კიდევ ერთი მიმართულება უსაფრთხოებაა. სექტემბერში ბაქოში უკვე გაიმართა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოების მდივნების შეხვედრა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თანამშრომლობა ეკონომიკის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება.

2026 წლის სექტემბერში ორგანიზაცია განიხილავდა საბაჟო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე ტვირთების გადაადგილების გამარტივების საკითხებს. კიდევ ერთი მიმართულება უსაფრთხოებაა. სექტემბერში ბაქოში უკვე გაიმართა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოების მდივნების შეხვედრა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თანამშრომლობა ეკონომიკის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება

TRIPP-ის, ანუ სომხეთზე გამავალი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შექმნაც ამ საერთო პროცესში ჯდება. ის აზერბაიჯანსა და მის ტერიტორიას, ნახიჩევანს, დააკავშირებს და მომავალში შეიძლება ცენტრალური აზიიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით მიმავალი კიდევ ერთი სავაჭრო გზა გახდეს.

ეს კი თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას უფრო მეტად გააძლიერებს, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი, რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი გეოგრაფიული კავშირის არ ქონაა.

- გავრცელებული ცნობებით, აშშ ერაყიდან საბოლოოდ გავიდა. ვითარებაში, როცა აშშ-ირანის დაპირისპირება საკმაოდ მაღალია, ეს რიგით და შემთხვევით მოვლენად ვერანაირად ვერ ჩაითვლება.

ასეა თუნდაც იმიტომ რომ ირანს ერაყზე დიდი რელიგიური და სამხედრო-ეკონომიკური გავლენა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი 60 დღიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ირანში ისევ აპირებს, არაა, გამორიცხული მომხდარი, რაღაც ტაქტიკური სვლაა ამერიკის მხრიდან.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავს რეგიონისთვის და განსაკუთრებით ირანისთვის ერაყიდან აშშ-ს გასვლა?

- ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო მისიის დასრულება იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უკვე სრულად ერაყის ხელისუფლებას ეკისრება.

ირანისთვის ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს. დადებითი ის არის, რომ ერაყის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების სრული გასვლა ირანს პოლიტიკური გავლენისთვის მეტ სივრცეს უტოვებს. ათწლეულების განმავლობაში თეირანი ერაყში პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და რელიგიური კავშირებს აგებდა. მას ასევე აქვს ურთიერთობები სხვადასხვა შეიარაღებულ შიიტურ ჯგუფთან.

ერაყის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების სრული გასვლა ირანს პოლიტიკური გავლენისთვის მეტ სივრცეს უტოვებს. ათწლეულების განმავლობაში თეირანი ერაყში პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და რელიგიური კავშირებს აგებდა. მას ასევე აქვს ურთიერთობები სხვადასხვა შეიარაღებულ შიიტურ ჯგუფთან

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. აშშ-ის ჯარების გასვლა არ ნიშნავს, რომ ბაღდადს ამიერიდან ირანის გავლენის სფეროში აღმოჩენა სურს. ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო ბალანსირების პოლიტიკის მომხრეა და სურს ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს როგორც ვაშინგტონთან, ისე თეირანთან და არაბულ სახელმწიფოებთან.

ამასთან ერთად, სამხედრო გასვლის მიუხედავად, ვაშინგტონს ერაყზე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური გავლენის ძლიერი ბერკეტები მაინც ექნება. აშშ ასევე ინარჩუნებს სამხედრო პოტენციალს მეზობელ არაბულ ქვეყნებში.

ირანისთვის მნიშვნელოვანია თუ რა ბედი ეწევა ერაყში პროირანულიშეიარაღებულ დაჯგუფებებს. თუ ბაღდადი მათ განიარაღებას და სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქცევას შეძლებს, ერაყში თეირანის გავლენა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

ამიტომ ამერიკის გასვლა ერაყიდან ირანისთვის მხოლოდ ტაქტიკური უპირატესობაა და არა რამე სახის სტრატეგიული გამარჯვება. საბოლოო შედეგს დიდწილად თავად ერაყის შიდა პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავს.

ამერიკის გასვლა ერაყიდან ირანისთვის მხოლოდ ტაქტიკური უპირატესობაა და არა რამე სახის სტრატეგიული გამარჯვება. საბოლოო შედეგს დიდწილად თავად ერაყის შიდა პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავს

- ფაქტია, რომ აშშ ირანთან დაპირისპირებაში მარცხსაც არ იმჩნევს, აშშ-ირანის დაპირისპირებაში ირანი მნიშვნელოვნად კი დაზარალდა, მაგრამ, ქვეყანაში შენარჩუნებულია ისლამური მმართველობა, ირანი არ ფლობს ბირთვულ იარაღს, მაგრამ, საკმაოდ ახლოსაა იგი შექმნას. ამერიკულ დაბომბვებს მათთვის ზიანი არ მიუყენებია.

ირანი ახერხებს ორმუზის სრუტის ბლოკირებას, რითაც გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე იმით რომ ორმუზის სრუტე 25-30% საწვავს ატარებს, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა მოიხმარს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია რომ მნიშვნელობა არ აქვს ტრამპის პარტია შუალედურ არჩევნებს მოიგებს თუ წააგებს, ტრამპი ყველა შემთხვევაში არჩევნების შემდეგ კვლავ დაიწყებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას.

თუ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია კვლად დაიწყო და იგი ისევ ისეთი წარუმატებელი აღმოჩნდა, როგორც სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებული, სავარაუდოდ რა სურათს მივიღებთ ახლო აღმოსავლეთში და ეს სურათი, რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთზე, სამხრეთ კავკასიაზე და მსოფლიო პოლიტიკაზე?

- ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია. სამხედრო მომზადების ნიშნები ნამდვილად ჩანს. ოქტომბრის დასაწყისში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალები და მესამე ავიამზიდი გააგზავნა.

თეირანში უკვე მიანიშნებენ, რომ ახალი შეტევის შემთხვევაში ირანის პასუხი შეიძლება წინა ეტაპზე უფრო ძლიერი იყოს და შეეხოს არა მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს, არამედ აშშ-ის მოკავშირეების ინფრასტრუქტურასაც.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია. სამხედრო მომზადების ნიშნები ნამდვილად ჩანს. ოქტომბრის დასაწყისში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალები და მესამე ავიამზიდი გააგზავნა

თეირანში ასევე მიანიშნებენ ჰუსიტების, ერაყში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფებისა და სხვა ირანთან დაკავშირებული ძალების უფრო მეტად გააქტიურება. ეს აშშ-სთვის ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ომის საფრთხეს შეუქმნის.

განახლებული სამხედრო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაზეც იქონიებს გავლენას. გაიზრდება ირანის მიმართულებით ვაჭრობისა და ტრანზიტის რისკები. ამავე დროს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა